თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ლიტველ კოლეგა იუოზას ოლეკასს შეხვდა
საქართველო, 9 ივნისი,
საქინფორმი. შეხვედრა არაფორმალურ ვითარებაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა. საქართველოსა და ლიტვის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა თავდაცვის სფეროში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. თავდაცვის მინისტრებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო მიმოიხილეს.
თინათინ ხიდაშელმა იუოზას ოლეკასთან თავდაცვის მინისტერიალის წინ შეხვედრას მნიშვნელოვანი უწოდა. „გავცვალეთ მოსაზრებები იმ, პირობითად დავარქვათ, საგზაო რუკასთან დაკავშირებით, რაც შეიძლება გამოყენებული იყოს საქართველოს მიერ ვარშავის სამიტამდე მიმავალ გზაზე“, - აღნიშნა მან. თავდაცვის მინისტრის თქმით, ლიტველ კოლეგასთან შეხვედრა ორ ქვეყანას შორის მეგობრობას კიდევ ერთხელ ადასტურებს.