უცხოეთი
საქართველო, 8 ივნისი, საქინფორმი. მოლდოვას დედაქალაქში 10 ათასზე მეტმა კაცმა მთავარ პროსპექტზე მოძრაობა გადაკეტა.
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, რომელიც სამოქალაქო პლატფორმა „ღირსება და სამართლიანობის“ მიერ იყო ორგანიზებული, მმართველი პროევროპული კოალიციის ლიდერების გადადგომა მოითხოვეს და ისინი ქვეყნის ბანკებიდან 1 მლრდ დოლარის ქურდობაში დაადანაშაულეს. „ხელისუფლება კორუფციასთან ბრძოლისა და რეფორმების გატარების იმიტირებას ახდენს. პოლიტიკური ნების უქონლობა იმაზე მეტყველებს, რომ ხელისუფლება საუკუნის ქურდობაშა გარეული. ამან შეარყია ნდობა მოლდოვისადმი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან და შეუძლებლად აქცია საზღვარგარეთიდან ქვეყნის მხარდაჭერა“, - ნათქვამია მიტინგის შედეგად მიღებულ რეზოლუციაში. მისმა ავტორებმა გენერალური პორკურორის, კორუფციასთან ბრძოლის ნაციონალური ცენტრის დირექტორის, საბაჟო სამსახურის დირექტორის, უმაღლესი სასამართლო პალატისა და კიშინიოვის სააპელაციო პალატის ხელმძღვანელთა გადადგომა მოითხოვეს.