უცხოეთი
„მემარჯვენე სექტორმა“ პოროშენკო საჯაროდ შეურაცხყო

zar-1საქართველო, 8 ივნისი, საქინფორმი. ლვოვში 200-მდე მოქალაქე პეტრო პოროშენკოს პოლიტიკის წინააღმდეგ საპროტესტო მარშით გამოვიდა. 7 ივნისს ზუსტად ერთი წელი შესრულდა, რაც ის უკრაინის პრეზიდენტი გახდა. აქცია რუსეთში აკრძალული ექსტრემისტული ორგანიზაცია „მემარჯვენე სექტორის“ აქტივისტებმა მოაწყვეს.

კამუფლაჟით შემოსილი ახალგაზრდები ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში მიაბიჯებდნენ შეურაცხმყოფელი შეძახილებით პოროშენკოსა და იაცენიუკის მისამართით, - გადმოსცემს „როსია 24“.

შემდეგ მათ გამართეს მიტინგი, სადაც წაიკითხეს მოთხოვნებისა და საკითხების სია ქვეყნის ხელმძღვანელობის მიმართ - მაგალითად, დაინტერესდნენ, დღემდე რატომ არავინ დასჯილა მაიდანზე დახვრეტების გამო, და ხელისუფლება რეფორმების უნიჭოდ გატარებაში დაადანაშაულეს.