აქტუალური
პრემიერ-მინისტრმა “Orbi Beach Tower”-ის მშენებლობას საფუძველი ჩაუყარა - 50 მილიონი ლარის ინვესტიცია და 1000-ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი ბათუმში

aqtrual-3-mtavarსაქართველო, 8 ივნისი, საქინფორმი. Orbi Beach Tower”-ის მშენებლობას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვიცე-პრემიერ კახა კალაძესთან ერთად ჩაუყარა საფუძველი.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ორბი ჯგუფი” ძალიან წარმატებული კომპანიაა.

მათ განხორციელებული აქვთ 450 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია, რაც მნიშვნელოვანი კონტრიბუციაა ჩვენი ქვენის ეკონომიკის გაძლიერების საქმეში. მთავრობის სახელით, მინდა დავუდასტურო მხარდაჭერა კომპანიას, მის მენეჯერებს, რომლებიც ძალიან წარმატებულ საქმიანობას ეწევიან. ეს არის კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ ზოგადად აჭარაში და საქართველოში მშენებლობები სერიოზული ტემპებით ვითარდება. გასულ წელს გვქონდა 27%-იანი ზრდა მშენებლობაში, წელს აჭარაში უკვე გაიხსნა რამდენიმე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, ასე, რომ ამ მიმართულებით გვაქვს პოზიტიური დინამიკა”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სასტუმროს კომპლექსის მშენებლობა 2016 წლის ოქტომბერში დასრულდება.

aqtual-3-qvem