პოლიტიკა
„ეს არის უკვე მეორე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც ჩვენ ბათუმში გავხსენით. წელს კიდევ რამდენიმე სასტუმრო გაიხსნება. დინამიკა ოპტიმისტურია, ტურისტების რაოდენობა იზრდება და კიდევ უფრო გაიზრდება”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მაღალი კლასის სასტუმრო კომპლექსში საპრეზიდენტო აპარტამენტები, საკონფერენციო დარბაზები, რესტორანი, კლუბი და სპაცენტრია განთავსებული. სასტუმროში 700 ადამიანი დასაქმდა.