საზოგადოება
საინიციატივო ჯგუფი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქციასაც გეგმავს და არც სასამართლოში ჩივილს გამორიცხავს. მათი განცხადებით, „ცენტრ-პოინტის“ მმართველი „დექსუსი“ ახალ ხელშეკრულებებს უდებთ, რომლის თანახმადაც დამატებითი ღირებულების გადასახადი, ანუ ბინის 18% კლიენტებმა უნდა გადაიხადონ, რაც, მომხმარებლის მტკიცებით, კანონდარღვევაა. მათივე ცნობით, „დექსუსი“ ბინების იპოთეკაში ჩადებას, ასევე, მოქმედი კონტრაქტით გათვალისწინებული თეთრი კარკასის ნაცვლად შავი კარკასის ჩაბარებას სთავაზობთ.