საზოგადოება
ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ შეხვედრა საქართველოში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრებთან

saz-1-mtavarსაქართველო, 8 ივნისი, საქინფორმი. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის სხდომათა დარბაზში, ფრაქცია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის ინიციატივით საქართველოში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას, რომელსაც  საკრებულოს  თავმჯდომარე -  გიორგი ალიბეგაშვილი და ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე  - რიმა ბერაძე უძღვებოდნენ,  ფრაქციის დეპუტატები,  კოალიციაში შემავალი კომისიის თავმჯდომარეები და სამაჟორიტარო ბიუროს ხელმძღვანელები, სახალხო დამცველის ოფისთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოსა და სახალხო დამცველის აპარატის, გამოცემების გურჯისტანის“, „ვრასტანის“, „მრავალეროვანი საქართველოს ხელმძღვანელები ისლამ ალიევი, ვან ბაიბურთი, მიხეილ აიდინოვი და  საქართველოში მცხოვრები  დისპორების წარმომადგენლები.

შეხვედრის დასაწყისში რიმა ბერაძე დამსწრე საზოგადოებას მიესალმა  და აღნიშნა, რომ საკრებულოში, უახლოეს მომავალში,  ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში საკოორდინაციო საბჭო შეიქმნება, რომლის მიზანია თბილისში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების წინაშე მდგარი პრობლემების უკეთ გაცნობა,  მათი გადაჭრის გზების ძიება და თანამშრომლობის სამომავლო გეგმების დასახვა.

რიმა ბერაძემ დამსწრე საზოგადოებას ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ფრაქციაქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის კოორდინატორი მარგალიტა ხიდირბეგიშვილი წარუდგინა.

„მარგალიტა ხიდირბეგიშვილი არის სახალხო დამცველის ოფისთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ექსპერტი, საქართველოს ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრი, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ტოლერანტობის სახელმწიფო კონცეფციის მონიტორინგის ექსპერტი და არასამთავრობო ორგანიზაცია „ინტერნაცინალური საქართველო მშვიდობისა და გარემოს დაცვისთვის“ თავმჯდომარე, ის გახდება შუამავალი ჩვენსა და თქვენს შორის და კოორდინაციას გაუწევს  თქვენს პრობლემებს დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში“, - აღნიშნა  რიმა ბერაძემ.

saz-1-1 saz-1-2
saz-1-3 saz-1-4
saz-1-5 saz-1-6