შსს-მ მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა
საქართველო, 4 ივნისი,
საქინფორმი. შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი
ივანე გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
დაკავებულმა ზოზანა ა-ს, თემქის დასახლებაში, მისივე საცხოვრებელ ბინაში, შურისძიების მიზნით, ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.