სამართალი
შსს-მ ქობულეთში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის ფაქტი აღკვეთა
Aparat-samart-1საქართველო, 4 ივნისი, საქინფორმი. შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ილია ო. და თორნიკე ჭ. ქობულეთის რაიონის დაბა ჩაქვში, თამარ მეფის ქუჩაზე ღამით იმ დროს დააკავეს, როდესაც მათ სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დააზიანეს და თანხის შესანახი ყუთი მიითვისეს. დაკავებულების პირადი ჩხრეკისას დანაშაულის ჩადენის ინსტრუმენტები და რეზინის ხელთათმანები ნივთმტკიცებად ამოიღეს. ილია. აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.