ვაზიანის სასწავლო პოლიგონზე ნატოს სტანდარტების ნაღმმტყორცნელთა საველე წვრთნები დასრულდა
საქართველო, 4 ივნისი,
საქინფორმი. წვრთნების დასკვნით ფაზას გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი
ვახტანგ კაპანაძე დაესწრო, რომელმაც წარჩინებული სამხედრო მოსამსახურეები სიგელებით დააჯილდოვა.
წვრთნებში აღმოსავლეთ სარდლობის დაქვემდებარებაში მყოფი ბრიგადების ნაღმმტყორცნელთა ქვედანაყოფები მონაწილეობდნენ. სამხედრო მოსამსახურეებს თეორიული და პრაქტიკული წვრთნები ჩაუტარდათ. სწავლების დასკვნით ნაწილში საბრძოლო სროლები გაიმართა.