აქტუალური
დასავლეთელი კურატორები საქართველოში: თინათინ ხიდაშელმა თავდაცვის საკითხებში სამინისტროს სპეციალური მრჩეველი სტივენ გლოვერი მედლით „გენერალი კვინიტაძე“ დააჯილდოვა

Kurator-aqtual-1საქართველო, 4 ივნისი, საქინფორმი. თავდაცვის მინისტრმა  ბრიტანელ მრჩეველს თავდაცვის სამინისტროში ნაყოფიერი მუშაობისა და გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ კი სტივენ გლოვერის მხრიდან საქართველოს თავდაცვის უწყების მხარდაჭერაზე ისაუბრა.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ დაჯილდოების ცერემონიალს საქართველოში დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ნიკ ვილკესი და მისი მოადგილე სერჟანტი სკოტ მეინიარდი დაესწრნენ.

დიდმა ბრიტანეთმა თავდაცვის სამინისტროში სპეციალური მრჩეველი ოთხი წლის წინ მოავლინა. სტივენ გლოვერმა თავდაცვის სფეროში საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.