პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესტონეთის პრეზიდენტს ტოომას ჰენდრიკ ილვესს შეხვდა

Ilves-polit-1საქართველო, 4 ივნისი, საქინფორმი. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრნენ.

წელს რამდენიმე ვიზიტი იქნება ტალინში. სწორედ იმისთვის, რომ რაც შეიძლება უფრო ინტენსიური გახდეს ეს ურთიერთობები და რაც შეიძლება უფრო მეტად გამოვიყენოთ ის შესაძლებლობა, რომელსაც ეს სახელმწიფო გვაძლევს“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

გაფართოებული შეხვედრის მთავარი თემები იყო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები, ესტონეთთან ინტენსიური თანამშრომლობა და ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება. შეხვედრისას განსაკუთრებით აღინიშნა ესტონეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხში.