უცხოეთი
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ოდესის ოლქის გუბერნატორი სააკაშვილის დაცვა სპეცნაზით გააძლიერა

specnaz-zar-3საქართველო, 4 ივნისი, საქინფორმი. ოდესის ახალბედა გუბერნატორს სპეცდანიშნულების ქვედანაყოფის ჯგუფი იცავს. ამის შესახებ სააკაშვილმა ერთ-ერთ ქართულ ტელეარხთან ინტერვიუში განაცხადა, - იტყობინება НТВ.

ამასთან, საქართველოს ექსპრეზიდენტმა არნიშნა, რომ მას კიევში გაცილებით მცირერიცხოვანი დაცვა ჰყავდა. მისი თქმით, უსაფრთხოების მუქარა რეგიონში არსებობს, თუმცა ისინი ამისათვის მზად არიან: „ეს არ ნიშნავს, რომ მე ადმაიანებს არ უნდა ვეკონტაქტო. ეს ხალხი დააფასებს იმას, რომ ხელმძღვანელები მის გვერდში იქნებიან. დისტანცია არ უნდა არსებობდეს. პრეზიდენტმა დამატებითი ბრძანება გამოსცა ჩემი უსაფრთხოების თვალსაზრისით. ასე რომ, ეს არ მომითხოვია“, - განაცხადა „უშიშარმა“ მიხეილმა, 08.08.08-ის გმირმა...