უცხოეთი
ყველაფერი, როგორც საქართველოში: ოდესის ოლქის ახალდანიშნულმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა, ქალქის პორტი მოხმარებისთვის დასავლურ კომპანიებს გადასცეს
port-zar-2საქართველო, 4 ივნისი, საქინფორმი. სააკაშვილის დანიშვნიდან სულ რამდენიმე დღეში რეგიონში ევროპიდან დელეგაცია ჩავიდა. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის 15 დირექტორი ოდესის პორტს - სტრატეგიულ სახელმწიფო დაწესებულებას ეწვევა. ვიზიტის თემა - ობიექტის გაცნობაა, - იტყობინება ვესტი.რუ. ამ განზრახვას არ ეთანხმებიან საზოგადოებრივი მოძრაობა „ოდესა - პორტო-ფრანკოსათვის“ აქტივისტები. ამას წინათ 500-მდე ადამიანმა უმაღლესი რადის შენობასთან კიევში საპროტესტო აქცია გამართა - მათ 37 ათასი ხელმოწერა შეაგროვეს იმისათვის, რომ ოდესის პორტი საქონლის უბაჟო შეტანა-გატანის უფლებისთ სარგებლობდეს. პორტო-ფრანკოს რეჟიმი ოდესაში 1817-დან 1859 წლამდე მოქმედებდა - მისი წყალობით ქალაქი რუსეთის იმპერიის ერთ-ერთ უდიდეს სავაჭრო კვანძად იქცა. თუმცა ახლა, სააკაშვილის გუბერნატორობისას, პორტი შესაძლოა დასავლურ კომპანიებს მიჰყიდონ.