უცხოეთი
ყველაფერი, როგორც საქართველოში: ახალწვეულებისგან ქრთამის აღებისთვის სააკაშვილმა ოდესის ოლქის სამხედრო კომისარი და მისი თანამონაწილენი დააკავა...
krtami-zar-1-mtსაქართველო, 4 ივნისი, საქინფორმი. ოდესის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მიხეილ სააკაშვილს პროკურატურის წარმომადგენლებმა მოახსენეს, რომ ოდესის ოლქის სამხედრო კომისარი და კომისარიატის თანამშრომელი ორი ახალწვეულისგან, მობილიზაციის თავიდან აცილების სანაცვლოდ, 1700 დოლარს ითხოვდნენ,

რასაც მოჰყვა სააკაშვილის ბრძანება მათი დაკავების შესახებ (ვიდეო იხ. აქ). ამის შესახებ ოდესის ოლქის ახალი გუბერნატორის ახალი საიტი და სააკაშვილის ფეისბუქ-გვერდი იუწყებიან.

krtami-zar-1-qvem