საზოგადოება
თეა წულუკიანი: „იანუკოვიჩის მთავრობის წევრები, საქართველოში თანამდებობაზე არასოდეს დაინიშნებიან"
Tea-saz-3საქართველო, 4 ივნისი, საქინფორმი. იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, ადამიანები, რომლებიც იანუკოვიჩის მთავრობის წევრები არიან და მათ წინააღმდეგ უკრაინის პროკურატურა სამართლებრივ დევნას დაიწყებს, საქართველოში არასოდეს არ დაინიშნებიან მაღალი რანგის თანამდებობებზე. წულუკიანი განმარტავს, რომ ორ ქვეყანას შორის კავშირები ყველაფერზე მაღლა დგას და იგი არ მისცემს არავის უფლებას, ეს კავშირები დააზიანოს. თეა წულუკიანმა განცხადებები ამის შესახებ უკრაინაში ვიზიტის დროს გამოცემა "უკრინფორმთან" ინტერვიუს დროს გააკეთა.