პოლიტიკა
„ღია მმართველობა, როგორც პრინციპი, ჩვენი მთავრობის მმართველობის განუყოფელი ნაწილია“

GaribaSvil-polit-1საქართველო, 4 ივნისი, საქინფორმი. ამ სიტყვებით გახსნა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ღია მმართველობის პარტნიორობის ევროპის რეგიონალური კონფერენცია, რომელსაც თბილისი მასპინძლობს.

გასული წლის სექტემბერში ვიმყოფებოდი გაეროში, სადაც გაიმართა OGP-ის კონფერენცია და ის აშშ-ის პრეზიდენტმა გახსნა. ბარაკ ობამას ამ ინიციატივას უკვე 64 ქვეყანა შეუერთდა. საქართველო მმართველი კომიტეტის წევრია, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ, მმართველობის ღია და გახსნილი სტილით მოწოდებული ვართ ჭეშმარიტად დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისკენ“, - აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ღია მმართველობის სამოქმედო გეგმით მთელი რიგი ვალდებულებები აქვს აღებული, რაც მკაფიოდ ადასტურებს მთავრობის მისწრაფებას, ტექნოლოგიების მეშვეობით თითოეული ადამიანისათვის უზრუნველყოს სიკეთე, რომელსაც ეფუძნება განვითარებული მსოფლიო საზოგადოების კეთილდღეობა და წარმატება.