აქტუალური
კახეთის რეგიონში სეტყვასაშიში ღრუბლის მასები წარმატებით დამუშავდა

grad-aqtual-1საქართველო, 4 ივნისი, საქინფორმი. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრმა კახეთის რეგიონში - ახმეტა, თელავი, ყვარელი, ლაგოდეხის რაიონების ტერიტორიაზე ჩამოყალიბების პროცესში მყოფი შიდამასიური ღრუბლების მიმართულებით განახორციელა სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტების გასროლები, რის შემდეგაც ღრუბელთა სისტემამ გადაინაცვლა კავკასიონის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ მიმართულებით.

2 ივნისს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრმა დაიწყო მესამე-მეოთხე კატეგორიის სეტყვის ღრუბელის დამუშავება რაკეტებით, რის შემდეგაც თელავის და ახმეტის რაიონებში  ღრუბლების უდიდესი ნაწილი მოსალოდნელი 15 მმ დიამეტრის მქონე სეტყვის ნაცვლად ჩამოიცალა წვიმის სახით, მცირე ნაწილი კი კავკასიონის ქედის კალთებზე უწვრილესი 3-5 მმ დიამეტრის სეტყვის სახით.