"ნაციონალური მოძრაობა" სააკაშვილთან კონსულტაციებს გამართავს
საქართველო, 3 ივნისი,
საქინფორმი. პარტიის წარმომადგენლების ვიზიტი უკრაინაში მომავალ კვირას იგეგმება. შეხვედრაზე, სავარაუდოდ, პარტიის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებული საკითხს განიხილავენ. „ნაციონალების“ ერთ-ერთი ლიდერი,
მიხეილ მაჭავარიანი ამბობს, რომ იურიდიულ პროცედურებს ელოდებიან.
„...იუსტიციის მინისტრმა უნდა მოიკვლიოს საბუთები და პრეზიდენტს მიმართოს შუამდგომლობით, მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებით. დაველოდოთ ამ გადაწყვეტილებას. ჩვენ ველოდებით, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება იქნება. საკითხს გადაწყვეტს ბიძინა ივანიშვილი", - აცხადებს მიხეილ მაჭავარიანი.