საზოგადოება
საქართველო, 3 ივნისი, საქინფორმი. ამის შესახებ კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ეკა ხოფერიას თოქ-შოუში განაცხადა.
„...ჩვენ გვიჭირს ერთმანეთის მოსმენა. ჩვენ ვართ ამპარტავნები. ჩვენ გვაქვს კატეგორიული აზროვნება. ე.ი. მე რასაც ვფიქრობ, ის არის ჭეშმარიტება და სხვისი მოსმენა აღარ მჭირდება... ასე ფიქრობს მრავალი... ადამიანმა უნდა მოისმინოს სხვისი აზრი... მე 37 წელია პატრიარქი ვარ, როცა რაღაც საკითხია, ვეკითხები ჩვენს ეპისკოპოსებს. მორჩილებსაც კი ვეკითხები, როგორ ფიქრობენ ამა თუ იმ საკითხზე. ასე ირკვევა ჭეშმარიტება", - განაცხადა პატრიარქმა.ეკა ხოფერიას კითხვაზე, - რამდენად ხშირად უკითხავთ ხელისუფლების წარმომადგენლებს მისთვის რჩევა, პატრიარქმა განაცხადა:
„არ მახსოვს არც ერთი შემთხვევა... ბატონი ედუარდ შევარდნაძე მგონი წერს, მე ყველაფერს ვეკითხებოდიო და ვათანხმებდიო. მე არ მახსოვს არცერთი შემთხვევა..."