პოლიტიკა
ზურაბ აზნაურაშვილი: "ნაციონალურ მოძრაობაში" უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება და შეიცვალოს პარტიის თავმჯდომარე“

aznaur-polit-3საქართველო, 3 ივნისი, საქინფორმი. ამის შესახებ პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ზურაბ აზნაურაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, უწყება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობიდან მიხეილ სააკაშვილის გადადგომის საკითხით დაინტერესდება.

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" კანონით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ აქვს პარტიულ საქმიანობაში მონაწილეობის მიღების უფლება... კანონმდებლობაში არ არის მითითებული დრო, რა ვადაში უნდა მოახდინოს პირმა პარტიის თავმჯდომარეობიდან გადადგომა თუ ის საქართველოს მოქალაქეობას დაკარგავს, მაგრამ აკრძალულია უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ პარტიული საქმიანობა", - განაცხადა, კერძოდ, ზურაბ აზნაურაშვილმა.