აქტუალური
პოროშენკო: „სააკაშვილი ნებისმიერ დროს შეგვიძლია ვამხილოთ და საქართველოს გადავცეთ“

Groisman-aqtual-3-analitსაქართველო, 3 ივნისი, საქინფორმი. უკრაინული მედია (slovo.net.ua) მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ვლადიმერ გროისმანისა და პოროშენკოს ფარულ ჩანაწერს ასაჯაროებს, სადაც უკრაინის პრეზიდენტი რადას თავჯდომარის მიერ გამოთქმული ეჭვის საპასუხოდ, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტის სავარძელს უმიზნებს, აცხადებს:

თუ ძალიან გათავხედდა, ოდესაში ჩვენი ხალხი გააკონტროლებს და რუსებიც ჰალსტუხებს მიუყრიან შესაჭმელად. შენ ხომ იცი, მიშამ მაკეინთან ერთად ყველას ტვინი გაუბურღა და იარაღი მათი მეშვეობით შემოდის. მისი ცოლი ორგანოებით ვაჭრობს. ბინძური მაქინაციების მთელი ბუკეტია. ნებისმიერ დროს შეგვიძლია ვამხილოთ დანაშაულებებში და გადავცეთ ქართველებს. დაიმახსოვრე! „ჩერნოჟოპები“ უკრაინას თავზე ვერასდროს დააჯდებიან... მოდი ვაცალოთ და იმუშაოს სანამ გვჭირდება“, - ნათქვამია, კერძოდ, ჩანაწერში.