აქტუალური
საქართველო, 3 ივნისი, საქინფორმი. ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ თავდაცვის მინისტრს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში საქართველოს მნიშვნელოვანი ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული მიმართულებების განხორციელება და ხაზი გაუსვეს იმპლემენტაციის პროცესში სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობას. თინათინ ხიდაშელმა სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმების პროგრესი გააცნო. გენერალმა ბარტელსმა ხაზი გაუსვა სამხედრო კომიტეტის მზადყოფნას, კვლავაც აქტიურად გააგრძელოს სამხედრო თანამშრომლობა და რეფორმების მხარდაჭერა.