საზოგადოება
მიხეილ სააკაშვილი: „უკრაინაში არავითარი პოლიტიკური ამბიციები არ მაქვს“

SaakaSv-sazog-3საქართველო, 2 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის თქმით, მას უკრაინის პრემიერობის ამბიციები არ გააჩნია და მომავალში საქართველოში დაბრუნებას გეგმავს. ამის შესახებ "ლიგა.ნეტ" იტყობინება.

"რა აბსურდია, მე უკრაინაში არანაირი პოლიტიკური ამბიციები არ მაქვს. როდესაც ოდესაში ამ პროექტზე მუშაობას დავასრულებ, სიამოვნებით დავბრუნდები საქართველოში და გავაგრძელებ საქმიანობას იქ", - აღნიშნა სააკაშვილმა.

მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა ოდესის გუბერნატორის პოსტი დაიკავა, უკრაინულ მედიაში გამოითქვა ვერსია, რომ სააკაშვილი უკრაინის პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებას შეეცდება.