ცესკო-ს მონაცემებით, შუალედურ არჩევნებში გამარჯვება ქართული ოცნების წარმომადგენლებმა მოიპოვეს
საქართველო, 2 ივნისი,
საქინფორმი. ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, სენაკისა და ზუგდიდის ოლქებში საკრებულოს შუალედურ არჩევნებში გამარჯვება ქართული ოცნების წარმომადგენლებმა მოიპოვეს. სენაკის ოლქში
მალხაზ ტორჩინავამ ხმების
49 პროცენტი მიიღო და ზუგდიდში
ვასილ მებონიამ კი ხმათა
57 პროცენტი. არჩევნები ამ ორი ოლქის სამ უბანზე ჩატარდა, მათგან ორი უბანი სენაკის რაიონის სოფელ ფოცხოში იყო გახსნილი, ერთი - ზუგდიდის რაიონის სოფელ ერგეტაში.
ცესკოს შეფასებით, არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. გარკვეულ დარღვევებზე საუბრობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.“