პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: „დღეს ჩემთვის საქართველოს მოქალაქეობა მატროსოვის ციხეში ჯდომას ნიშნავს"

miSiko-polit-3-analit-3საქართველო, 2 ივნისი, საქინფორმი. ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მის მოქალაქეობასთან დაკავშირებით ახლა ბოლო სიტყვა პრეზიდენტ მარგველაშვილს ეკუთვნის.

თუ მარგველაშვილი გადაწყვეტს, რომ მოქალაქეობა ჩამომართვას, არც ეს იქნება გადამწყვეტი. დღეს ჩემთვის საქართველოს მოქალაქეობა არის მატროსოვის ციხეში, 6 კვადრატულში ჯდომა ჩემს სხვა მეგობრებთან ერთად.

აქედან გამომდინარე, ეს არის წმინდა ფორმალობა, მინდოდა ეს თავიდან ამეცილებინა, მაგრამ რადგან ჭკუაზე მაინც ვერ მოვიდნენ და სისხლის სამართლის საქმეები არ შეწყვიტეს, საქართველოში მაინც ვერ ჩამოვდივარ, ამიტომ მივიღე ასეთი გადაწყვეტილება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა "იმედის კვირასთან".

შეაგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილებით, ოდესის ყოფილი გუბერნატორი პალიცა სააკაშვილმა ჩაანაცვლა. პოსტზე  დანიშვნამდე სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და ავტომატურად საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა.