აქტუალური
მოსკოვმა სააკაშვილს ოდესაში არძინბა დაახვედრა?
saak-aqtual-3საქართველო, 2 ივნისი, საქინფორმი. უკრაინული მედიის ცნობით, ოდესის ახალ გუბერნატორს დაპირისპირება მოუწევს პუტინის მრჩევლის ვლადისლავ სურკოვის არაოფიციალურ პირად წარმომადგენელთან ოდესაში ინალ არძინბასთან, რომელიც ოდესაში პრორუსი აქტივისტების მთავარი კოორდინატორია. ინალ არძინბა აფხაზეთის ე.წ პირველი პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას ძმიშვილია. მედიის ინფორმაციით, სწორედ ინალ არძინბას აქვს ჩაბარებული პროექტი, რომელიც ოდესის ოლქში ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მსგავსი რესპუბლიკის შექმნას ითვალისწინებს.