რედაქტორისგან
„სააკაშვილი ოდესას რუსებს ჩააბარებს, ჩვენ კი მის დასაბრუნებლად ბრძოლა მოგვიწევს!“ - კოლომოისკი. „ყირიმივით, დონეცკივით, ლუგანსკსა და სოხუმივით“ - ეთანხმება საქინფორმი. უკრაინის მოქალაქეობის მიღებისას უარი თქვა თუ არა მიშამ საქართველოს მოქალაქეობაზე?

polit-1-redaq-1-mtavarდნეპროპეტროვსკის ოლქის ექსგუბერნატორი, ოლიგარქი იგორ კოლომოისკი ირწმუნება, რომ იგორ პალიცას საკუთარი ნებასურვილით არ დაუწერია განცხადება ოდესის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტიდან გათავისუფლების შესახებ. როგორც ცნობილია, გუბერნატორებს ნიშნავს და ხსნის პრეზიდენტი. კითხვაზე პასუხისას, თუ როგორ შედგა პალიცას შეხვედრა პოროშენკოსთან, ოლიგარქმა მიუგო: „შეხვედრა მეგობრულ კონსტრუქციულ ატმოსფეროში გაიმართა. მას მუშაობისთვის მადლობა გადაუხადეს და უთხრეს, რომ მის სამსახურს მეტად აღარ საჭიროებენ“.

შეგახსენებთ, რომ იგორ პალიცა იგორ კოლომოისკის კაცად ითვლება და გუბერნატორად 2014 წლის 6 მაისს დაინიშნა. 2015 წლის 29 მაისს კი ცნობილი გახდა ამ პოსტზე საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის შესახებ, - იუწყება infopolk.ru.

კოლომოისკის თქმით, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სტუმრობის მომენტში პალიცამ არ იცოდა, რომ მას სააკაშვილი ჩაანაცვლებდა. „სააკაშვილის თაობაზე საერთოდ გაოცებული ვარ. ვფიქრობ, ეს დროებითი ფიგურაა. ახლა ის ოდესას რუსებს ჩააბარებს, შემდეგ კი მის უკან დასაბრუნებლად ბრძოლა მოგვიწევს. ის რაღაც დროის განმავლობაში გუბერნატორი იქნება, შემდეგ კი გონჩარენკოს ტიპის არარაობით ჩაანაცვლებენ“, - აღნიშნა მან.

 სხვათა შორის, საკითხავია - რამდენი სახელმწიფოს მოქალაქეობა აქვს. მე, ალბათ, მჯობნის. ამერიკის, საქართველოსი, ჰოლანდიის, ახლა კი უკრაინისაც. დაველოდოთ, სანამ ანდრუშენკო ამას ჰკითხავს“, - დასძინა მისთვის დამახასიათებელი ირონიული მანერით იგორ კოლომოისკიმ.

საქინფორმი: გასულ შაბათს, 30 მაისს, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ხელი მოაწერა ბრძანებას ოდესის ოლქის გუბერნატორად მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის შესახებ, რომელიც პირადად წარადგინა ოდესაში ჩასულმა. იგი ჩაატარებს შეხვედრას, სადაც განიხილავს საკითხს ქართველი პოლიტიკოსის შესაძლო დანიშვნის შესახებ. ამისათვის, უკრაინის კონსტიტუციის შესაბამისად, ქართული და უკრაინული ტერიტორიების რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემის სპეციალისტმა უკვე მიიღო უკრაინის მოქალაქეობა, რომელზეც უწინ უარს ამბობდა და მოტივად საქართველოს ხელისუფლებაში მალე დაბრუნებას იშველიებდა. ამის შესახებ 29 მაისს, ტვიტერზე, თავის მიკრობლოგში უმაღლესი რადის დეპუტატმა მუსტაფა ნაიემმა დაწერა. „მიხეილ სააკაშვილი ოფიციალურად გახდა უკრაინის მოქალაქე“, - დაწერა მან. ეს ინფორმაცია თავის ტვიტერზე დაადასტურა პარლამენტარმა სერგეი ლეშჩენკომაც. „მიხო, ჩვენ ახალი ბათუმი გვინდა!“ - დაწერა მან.

რჩება ერთი საკითხი: ჩააბარა თუ არა წინასწარ, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა? თუ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მას შეღავათი გაუკეთა - გამონაკლისი დაუშვა პოლიტიკური თანამოაზრისა და პარტნიორისათვის, რომელმაც მას მემკვიდრეობად თბილისის ცენტრში ავლაბრის სასახლე დაუტოვა?!

საქინფორმის რედაქცია
2015 წლის 1 ივნისი
საქართველო, თბილისი

polit-1-redaq-1-qvem