აქტუალური
ზურაბ აბაშიძე: „რუსული კომპანიები საქართველოს რკინიგზის ტრანზიტისთვის გამოყენებით დაინტერესებულები არიან“

aqtual-3საქართველო, 1 ივნისი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძის განცხადებით ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

მუშაობა მიდის, ტანზიტით ხდება ტვირთების გადაზიდვა. ამაში ახალი არაფერია. ეს ფაქტი ხდებოდა და კიდევ მეტი დაინტერესებაა რუსული კომპანიების მხრიდან, რომ ეს სატრანზიტო მიმართულება მათი მხირდან მაქსიმალურად იყოს გამოყენებული“,- აღნიშნა აბაშიძემ.

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გავლით ტვირთბრუნვის აღდგენაზე საუბარი არ არის და ვერც იქნება, სანამ პოლიტიკური პრობლემების სტატუსი არ შეიცვლება. რაც შეეხება შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვას, ეს ტვირთბრუნვა დღესაც მიმდინარეობს და ამაში ახალი არაფერია”,-აღნიშნა, ფაქტის კომენტირებისას, ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.