„იქნება ხმაურიანი დაჭერები!.. ღარიბაშვილს ვურჩევ, მიხედოს საკუთარ პოლიტიკურ მომავალს“ - ელისო კილაძე
საქართველო, 29 მაისი,
საქინფორმი. ჟურნალისტი
ელისო კილაძე მორიგ პროგნოზს აკეთებს და პრემიერ-მინისტრის განცხადების საპასუხოდ, რომელიც
ღარიბაშვილმა ,,ნაციონალური მოძრაობის" სამ ნაწილად დაყოფასთან დაკავშირებით გააკეთა, აცხადებს, რომ იცის რა მოხდება „ქართულ ოცნებაში“.
„პრემიერ-მინისტრისაგან განსხვავებით ნაციონალური მოძრაობის შიდა სამზარეულოში ჩახედული არა ვარ. რა ხდება ნაციონალურ მოძრაობაში, მან შეიძლება ჩემზე კარგად იცოდეს იმიტომ, რომ მისი ცოლის ნათესავები ყველა სხვადასხვა ფორმით და დოზით გარიგებულები არიან ნაციონალური მოძრაობის გარკვეულ პირებთან, ამიტომ შეიძლება მას ეს ინფორმაცია ჰქონდეს. მე ვიცი რა შეიძლება მოხდეს ქართულ ოცნებაში და პრემიერ ღარიბაშვილს ვურჩევ მიხედოს საკუთარ პოლიტიკურ მომავალს და დაფიქრდეს რა ბედი ელის მისი ცოლის ნათესავებს. მე მგონი შორის აღარ არის ის დრო, როცა ახდება ჩემი კიდევ ერთი პროგნოზი და იქნება ხმაურიანი დაჭერები, პრემიერის ცოლის ახლო გარემოცვიდან”, - განაცხადა ელისო კილაძემ “პირველ რადიოსთან” გაკეთებულ კომენტარში.