სამართალი
შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

boepr-samart-2საქართველო, 29 მაისი, საქინფორმი. შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ბაღდათის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გალაქტიონ . ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბაღდათის რაიონის სოფელ ვარციხეში, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, „მაკაროვი“-ს სისტემის პისტოლეტი, გასაშლელკონდახიანი ა-კა-74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მჭიდი და 90 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.