შს სამინისტრო ეძებს უგზო-უკვლოდ დაკარგულ თამაზ ჯუმბერის ძე გუდაძეს
საქართველო, 29 მაისი,
საქინფორმი. 1971 წელს დაბადებული, თბილისში, დიდი დიღმის მე-3 მ/რ-ში, მე-15 კორპუსის N142 ბინაში მცხოვრები
თამაზ ჯუმბერის ძე გუდაძე 2015 წლის 4 მაისს სახლიდან გავიდა და შინ აღარ დაბრუნებულა. სამართალდამცველები 24 საათიან რეჟიმში ახორციელებენ თამაზ გუდაძის სამძებრო მოქმედებებს. მთელი საქართველოს მასშტაბით, ინფორმირებულია კრიმინალური პოლიციის ყველა დანაყოფი. ყოველდღიურად მოწმდება როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების, ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში შესული შეტყობინებები. სამართალდამცველების მიერ მიმდინარეობს გარესათვალთვალო კამერებიდან ვიდეომასალის ამოღება და გაშიფვრა.
თამაზ გუდაძის აღწერილობაა: 175 სმ სიმაღლის, სუსტი აღნაგობის, მოკლედ შეჭრილი თმით.
ტანთ ეცვა: ცისფერი „კაპიშონიანი“ ქურთუკი, შავი შარვალი და ლურჯი ფერის სპორტული ფეხსაცმელი.
თუ ვინმეს გაგაჩნიათ ინფორმაცია დაკარგული თამაზ გუდაძის შესახებ, დაგვიკავშირდით ნომრებზე: 577-53-94-60; 032 241-31-32;593-244-243.