აქტუალური
თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში პირველი სამუშაო ვიზიტი დაასრულა

avganist-aqtual-1საქართველო, 29 მაისი, საქინფორმი. ვიზიტის ფარგლებში თინათინ ხიდაშელმა ავღანელ კოლეგა  მოჰამად მასუმ სტანეკზაისთან გამართა შეხვედრა. ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებმა საქართველოსა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკას შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს.

„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბში საქართველოს თავდაცვის მინისტრს  კოალიციური სარდლობის მეთაურმა, არმიის გენერალ ჯონ კემპბელმა უმასპინძლა. შეხვედრაზე განსაკუთრებით აღინიშნა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ქართველი სამხედროების წვლილი.

თავდაცვის მინისტრმა საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ასეულიც მოინახულა. თინათინ ხიდაშელმა ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მადლობა გადასცა. საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ქაბულის სამხედრო აეროპორტის „HKAIA“ ბაზის თურქ მეთაურს, გენერალ-მაიორ მეჰმედ ბაქირსაც შეხვდა და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში თურქულ მხარესთან მომავალი თანამშრომლობის შესახებ გაამახვილა ყურადღება.