საზოგადოება
გორის რაონის სოფელ სკრაში ნატოს ნდობის ფონდის პროექტის - „საქართველო IV”-ის მიმდინარეობას ნატოს უზრუნველყოფის სააგენტოს (NSPA), ნატოს სამეკავშირეო ოფისის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები გაეცნენ

doverie-sazog-2საქართველო, 29 მაისი, საქინფორმი.  პროექტის განხორციელება, რომელიც 2008 წლის ომის დროს აფეთქებული შეიარაღების საცავის ნარჩენი საბრძოლო მასალებისგან გაწმენდას ითვალისწინებს, ნატოს უზრუნველყოფის სააგენტომ შარშან ზაფხულში დაიწყო. ლიტვის და ჩეხეთის რესპუბლიკები გარდა, პროექტის ბიუჯეტში წვლილი ნატოს წევრმა და პარტნიორმა თორმეტმა ქვეყანამ შეიტანა.

ნატოს უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენლის დევიდ თაუნდროუს და საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის უილიამ ლაჰიუს გარდა, სკრას ჩეხეთის რესპუბლის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ტომაშ პერნიცკი, ლიტვის რესპუბლის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი იურატე რამოშიენე, ასევე ნატო-ს წევრი ქვეყნების სამხედრო ატაშეები ესტუმრნენ. მათ პროექტის მიმდინარეობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია პროექტის უშუალო შემსრულებლის - სსიპ სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა"- სა და საინჟინრო ბრიგადის EOD ასეულის წარმომადგენლებისგან მიიღეს. „საქართველო IV”-ის განხორციელების შედეგად, სოფლის სკრის მაცხოვრებლებს მიმდებარე ტერიტორიის უსაფრთხოდ გამოყენების შესაძლებლობა ექნებათ. პროექტის ბიუჯეტი 1,6 მილიონ ევროს შეადგენს და ორ წელზეა გათვლილი.