პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ანდჟეი დუდას პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს
საქართველო, 29 მაისი,
საქინფორმი.
ირაკლი ღარიბაშვილი ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების იმედს გამოთქვამს.
„გულწრფელად გილოცავთ პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევას და გისურვებთ წარმატებებს თქვენს მოღვაწეობაში თქვენს ქვეყანაში მშვიდობისა და კეთილდღეობის განსამტკიცებლად. პოლონელმა ხალხმა გააკეთა თავისი არჩევანი, როდესაც გამოხატა ნდობა თქვენდამი. ეს კი არის თქვენი ქვეყნის დაუღალავი შრომისა და წარმატების შედეგი. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი პირადი წვლილის წყალობით მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები საქართველოსა და პოლონეთს შორის კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება ორივე სახელმწიფოს ინტერესების სასარგებლოდ. ამავე დროს, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენი ქვეყნის უპირობო მხარდაჭერას საქართველოს მისწრაფებებისადმი, რომლებიც დაკავშირებულია ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში გაწევრიანებასა და ჭეშმარიტად ძლიერი და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობასთან“,– ნათქვამია მილოცვის წერილში.