უცხოეთი
პუტინმა მშვიდობიანობის დროს დაღუპულ სამხედროთა შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოა

zarr-2საქართველო, 28 მაისი, საქინფორმი. პუტინმა დამატებები შეიტანა თავის ბრძანებულებაში, რომელიც უწინ მხოლოდ საომარ დროზე ვრცელდებოდა. 28 მაისის ბრძანებულებამ შეცვალა 1995 წელს მიღებული კანონი სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ, რომელიც ჯერ კიდევ პირველი ჩეჩნური კამპანიისას მიიღეს, რომელიც ასევე მიიჩნეოდა მშვიდობიანობის დროს ჩატარებულ სპეცოპერაციად.

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით სპეცოპერაციები ჩატარდა ჩეჩნეთის რესპუბლიკასა და სამხრეთ ოსეთში. ორივე შემთხვევაში ოფიციალური დანაკლისი გამოქვეყნებული იქნა. ასე, მაგალითად, გენერალურმა შტაბის ცნობით, საქართველოს ტერიტორიაზე 2008 წლის კონფლიქტის მიმდინარეობისას 74 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

„ეს მონაცემები არც არასდროს გამოქვეყნებულა“, - აცხადებს ალექსანდრე ხრამჩიხინი, პოლიტიკური და სამხედრო ანალიზის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე.