საზოგადოება
ენმ-დან წასული ოთხეულის ოფიციალური განცხადება: „ჩვენ ვართ იგივე პოზიციებზე“

sazog-2-analit-4საქართველო, 28 მაისი, საქინფორმი. "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრები პარტიიდან წასვლის მიზეზებზე გავრცელებულ განცხადებაში საუბრობენ. განცხადება ზურაბ ჯაფარიძემ სოციალური ქსელით გაავრცელა.

„...მინდა განმარტება გავაკეთო ჩვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯთან დაკავშირებით... ჩვენ ვხედავთ რეალურ საფრთხეს, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობით მოვიდნენ ღიად ან ფაქტობრივად პრო-რუსული ძალები.

ამ რეალობის შეცვლის შანსი ჰქონდა მხოლოდ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ოპოზიციურ ძალას, რომელმაც გაუძლო წარმოუდგენელ წნეხს ოლიგარქის მარიონეტი მთავრობის მხრიდან, გადარჩა და აგრძელებს ბრძოლას... პოლიტიკური ძალის გადარჩენა მნიშვნელოვანია, მაგრამ არასაკმარისი მიზნის მისაღწევად. გამარჯვებისათვის საჭიროა პოლიტიკური მოძრაობის სრული განახლება...

... ჩვენ ვართ იგივე პოზიციებზე, რაზეც აქამდე ვიდექით და გვყავს იგივე მოწინააღმდეგე - ტყუილებით ხელისუფლებაში მოსული ოლიგარქი, რომელმაც ქვეყანა კრიზისამდე მიიყვანა... 1.5 წელიწადში არის საპარლამენტო არჩევნები და სწორედ ამ მოწინააღმდეგის დასამარცხებლად საჭიროდ მიგვაჩნია პოლიტიკური სპექტრის ახლებურად გადანაწილება.

... ჩვენი მიზანია შევქმნათ ახალი, ღია პოლიტიკურ ცენტრი.... 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზოგადოებას შევთავაზებთ ეკონომიკური განვითარების ყველა კონკურენტზე თამამ, მაგრამ არაპოპულისტურ გეგმას. მხოლოდ ამ გზით წარმოგვიდგენია არაფორმალური მმართველობის დასრულება და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე დაბრუნება",-ნათქვამია, კერძოდ, გავრცელებულ განცხადებაში.