სამართალი
ვახტანგ გომელაურმა დაღუპული პოლიციელის - გიორგი ბერუაშვილის სახელობის ქუჩა, სკვერი და მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გახსნა

samart-1საქართველო, 28 მაისი, საქინფორმი. შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა სკვერისა და მემორიალის გახსნაზე დაღუპული პოლიციელის ოჯახის წევრებს თბილისში მდებარე საცხოვრებელი ბინის გასაღები პირადად გადასცა. მემორიალის გახსნას გიორგი ბერუაშვილის მეწყვილე - ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი გიორგი მახარაშვილი ესწრებოდა. ღონისძიების შემდეგ მინისტრმა, დაღუპული პოლიციელის ოჯახის წევრებთან ერთად, გიორგი ბერუაშვილის საფლავი მოინახულა.

დაღუპული პოლიციელის სახელი ბორჯომში იმ ქუჩას ეწოდა, სადაც იგი ცხოვრობდა, ხოლო მისი სახელობის სკვერი იმ ადგილზე მოეწყო, სადაც გიორგი ბერუაშვილს შალვა აბულაძემ 2015 წლის 23 იანვარს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ესროლა და სასიკვდილოდ დაჭრა.

გიორგი ბერუაშვილის გარდაცვალების შემდეგ, შსს-მ მისი მეუღლე ნატალია ხუციშვილი ბორჯომის რაიონულ სამმართველოში დაასაქმა.