პუბლიკაციები
„სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს საკუთარ მოქალაქეებზე და განსაკუთრებით მათზე, ვინც საზღვარგარეთ იმყოფება! ჩვენ ერთიანი უნდა ვიყოთ ძლიერი ქართული სახელმწიფოს მშენებლობის იდეის გარშემო!“ - ირაკლი ღარიბაშვილი

ir-mtსაქართველო, 28 მაისი, საქინფორმი. ამ სიტყვებით მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირველი დიასპორული პროფესიული ფორუმის - „გაუზიარე გამოცდილება სამშობლოს“ - მონაწილეებს, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015 წლის 27-დან 29 მაისამდე იმართება. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ქართველები გამორჩეულად ნიჭიერი ხალხია და კატასტროფაა, რომ დღეს, ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში 3,7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მილიონზე მეტი მოქალაქე კი საზღვარგარეთ იმყოფება.
ჩვენ ყოველთვის ვართ იდეის ძიებაში, რაც მათ სამშობლოში დაბრუნებას გადააწყვეტინებს... თითოეული მოქალაქე სახელმწიფოსთვის უძვირფასესია... ჩემი დავალებით, ყველა რეგიონის პოტენციალის დეტალური შესწავლა განხორციელდა და შემიძლია გითხრათ, რომ დღეს საქართველო არ უნდა იყოს ღარიბი ქვეყანა, ჩვენს ქვეყანაში არ უნდა იყვნენ ღარიბი ადამიანები. ჩვენი მთავარი პრობლემაა ეკონომიკა, უმუშევრობა, სიღარიბე. ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც არ ბრუნდებიან საქართველოში ჩვენი შვილები“, - განაცხადა, კერძოდ, პრემიერ-მინისტრმა.

ir-1 ir-2
ir-3 ir-4
ir-5 ir-6