''ბავშვთა უფლებებს'' სტუდენტები უმაღლეს სასწავლებლებში ისწავლიან
საქართველოს 4 სასწავლო დაწესებულებაში ჟურნალისტიკის ფაკულტეტებზე შემოღებული იქნება ბავშვის უფლებების შესახებ სპეციალური სასწავლო კურსი. ინიციატივა „იუნისეფს“ ეკუთვნის.
ინიციატორები აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია, ბავშვებთან დაკავშირებული თემები პასუხისმგებლობითა და სტანდარტების სრული დაცვით შუქდებოდეს.
თბილისის სახელმწიფო, ილიას, საქართველოსა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა უნივერსიტეტებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა და გადაწყა, რომ მიმდინარე სასწავლო წელს ამ თემაზე სამი სემინარი გაიმართება ბუქარესტში, დუბლინსა და თბილისში.