საზოგადოება
საქართველო, 27 მაისი, საქინფორმი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულ ემიგრაციის მუზეუმს გურამ შარაძის სახელს არ ანიჭებენ, - ამის შესახებ „სპუტნიკ-ჯორჯიას“ მოკლული აკადემიკოსის ქალიშვილმა რუსუდან შარაძემ განუცხადა.
„მამა ხალხისთვის მუზეუმში გამოფენდა იმას, რაც ემიგრანტებმა ანდეს და ამ მუზეუმს, რომელიც ამასთან გურამ შარაძის სისხლით შეიქმნა, მის სახელს არ ანიჭებენ“, - აღნიშნა რუსუდან შარაძემ. მისი თქმით, მამამისის სიკვდილის შემდეგ უნივერსიტეტში წელიწადში ორჯერ - მისი დაბადებისა და გარდაცვალების დღეს აკადემიკოსის ხსოვნის საღამოები იმართებოდა. თუმცა, შექმნილ სიტუაციაში რუსუდან შარაძე ვერ ხედავს ამ ტრადიიც გაგრძელების აუცილებლობას.