სამართალი
შსს-მ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

fakt-samart-2საქართველო, 27 მაისი, საქინფორმი. შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს და ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი როინ . განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დაკავებულმა მიმდინარე წლის 25 მაისს, დაახლოებით 17:00 საათზე, თბილისში, ნუცუბიძის მე-3 პლატოს მე-12 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით გულმკერდის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ბეგლარ -ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.