აქტუალური
„გუნდს, რომლსაც გადავაბარებთ ეროვნული ბანკს, ჩვენ ვაბარებთ გამართულ, აწყობილ ინსტიტუტს, ვალების გარეშე“

Komanda-aqtual-2საქართველო, 27 მაისი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მან ეროვნული ბანკის 2014 წლის ანგარიში წარადგინა.

„ეროვნულ ბანკს პირველად 1994 წლის შემდეგ ვალი აღარ აქვს... რა თქმა უნდა, მე ამ აუდიტორიას არ ვაკადრებ იმ არასერიოზული ბრალდების ახსნას, თითქოს ჩვენ წინსწრებით დავფარეთ 400 მილიონი და ამან ხელი შეუწყო ლარის კურსს და ა.შ. ეს რა თქმა უნდა, სინამდვილეს არ შეესაბამება", - განაცხადა ქადაგიძემ.