აქტუალური
გიორგი აბაშიშვილმა სემეკის წევრობის კანდიდატების შესარჩევად კონსულტაციები დაიწყო

abaSiSi-aqtual-1საქართველო, 27 მაისი, საქინფორმი. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა სემეკის წევრობის კანდიდატების შესარჩევად ენერგეტიკისა და ეკონომიკის დარგის სპეციალისტებთან შეხვედრა გამართა.

დავიწყეთ უმნიშვნელოვანესი პროცესი, რომელიც შეეხება საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის წევრობის კანდიდატის შერჩევას... პირველი პრეცედენტი, როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა დაუშვა ფაქტი, რომ არა თავად წარადგინოს კანდიდატები, არამედ კანდიდატების წარდგენასთან დაკავშირებით აზრი ჰკითხოს შესაბამისი დარგის სპეციალისტებს, ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთან დაკავშირებით იყო. დღესაც იგივე პროცესია, როდესაც პრეზიდენტი აზრს ეკითხება შესაბამისი სფეროს სპეციალისტებს. ძირითად კრიტერიუმებად ამ შემთხვევაში გამოიკვეთა, პროფესიონალიზმი შესაბამის სფეროში, სამუშაო გამოცდილება და გარკვეული ტიპის პროფესიები... ვფიქრობთ, რომ კანდიდატები შერჩეული იქნებიან დაახლოებით ერთ თვის შემდეგ“,- განაცხადა, კერძოდ, გიორგი აბაშიშვილმა.