პოლიტიკა
„... რიგის სამიტის დეკლარაციაში გაკეთდა ჩანაწერი საქართველოს ევროპული არჩევანის უწყვეტობის თაობაზე და არ არის მკაფიო გზავნილი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის შესახებ. თუმცა, ეს საქართველოს მთავრობის არაფექტური მუშაობის შედეგად ნამდვილად არ შეიძლება ჩაითვალოს, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რომ რიგის სამიტზე ღირსეულად წარმდგარიყო“, - აღნიშნა მან.
,,ახალგაზრდა ადვოკატები“ მიიჩნევს, რომ დეკემბრამდე მთავრობამ გაცილებით მეტი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოს იმისთვის, რომ ერთი მხრივ, მოხდეს ობიექტური ინფორმირება საზოგადოების, თუ რა მოლოდინი და სიკეთეები შეიძლება მოყვეს საქართველოს საკითხის დადებითად გადაწყვეტას დეკემბერში და მეორე მხრივ, აუცილებელია, გაძლიერდეს შიდა ინსტიტუტები.