„თბილისის მერი ბედოვლათია და რა კუნძული აუტყდა?"
საქართველო, 27 მაისი,
საქინფორმი. დედაქალაქის მერიის ახალი პროექტის ინიციატივაზე, რომელიც მდინარე მტკვარში ხელოვნური კუნძულის მოწყობას ითვალისწინებს, “ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი
გიორგი გუგავა “პირველ რადიოსთან” აცხადებს, რომ ეს პროექტი ბლეფია:
„კაცი არსებული რეკრეაციული ზონების გაჩეხვის ნებართვას სცემს და უყურებთ რა ვანდალური ქმედებები ხორციელდება მერიის მხრიდან... დაპირებული მილიონის ხის ნაცვლად მასობრივად იჩეხება ქალაქის ცენტრში ხეები, ჩანაგდება სკვერები, რეკრეაციული ზონები და ის გვეუბნება, რომ გლდანში რაღაც ხელოვნურ კუნძულს შექმნის თურმე და აქცევს სამოთხედ... იმ დროს, როდესაც ელემენტარული საკითხები ვერ გადაუწყვეტია ამ ბედოვლათს, ორმოებით არის მოფენილი გზა და ველი... გაჩერებულია ყველა ინფრასტრუქტურული სამუშაო... და არ არის გაჩერებული მხოლოდ და მხოლოდ კორუფციული სქემები, რომელიც ტრიალებს ამ სტრუქტურაში. ეს საკენკი დაუყაროს იმ ბრიყვებს, რომლებსაც სჯერათ, რომ ნარმანიასგან შეიძლება რაიმე ფორმის მენეჯერი გამოვიდეს”, - განაცხადა გიორგი გუგავამ.