საზოგადოება
საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ისტორიაში ახალი ეტაპი იწყება

Etap-sazog-1საქართველო, 27 მაისი, საქინფორმი. მთავრობის მეთაური განათლებისა და მეცნიერების მინისტრ თამარ სანიკიძეს და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ახალ დირექტორს, ზაზა აბაშიძეს ესაუბრა.

ირაკლი ღარიბაშვილი ცენტრის განვითარების ახალ ეტაპთან დაკავშირებულ ყველა პროცესში პირადად იქნება ჩართული.

„ერთი თვის ვადაში რამდენიმე ლოკაციას შევარჩევთ და ცენტრისთვის ახალი, თანამედროვე შენობა აშენდება, სადაც დაცული იქნება სათანადო პირობები, მოწესრიგდება ფონდები და თანამშრომლებს ღირსეული ხელფასები მიეცემათ. აქამდე მათი ხელფასი იყო ძალიან დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი. მინიმალური ხელფასი აქვთ ადამიანებს, რომლებიც შვილებივით იცავენ და უფრთხილდებიან უნიკალურ, მსოფლიო მნიშვნელობის ხელნაწერებს. ჩვენ ცენტრის მნიშვნელობა სახელმწიფო დონეზე აგვყავს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.