უცხოეთი
La Jornada: „პუტინი აშშ-ზე ზედიზედ იმარჯვებს“

lajornada-zar-1საქართველო, 26 მაისი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერის ვიზიტი სოჭში თავისებურ აღიარებად იქცა იმისა, რომ აშშ ვერ უმკლავდება დაპირისპირებას რუსეთთან, ხოლო რუსეთსა და ჩინეთს შორის კავშირების განმტკიცებამ ცხადჰყო, რომ მოსკოვის იზოლაციის მცდელობა, რომელზეც ფსონს ჩამოდიოდა ამერიკის პრეზიდენტი, ჩაფლავდა. ამის შესახებ ამერიკელ ანალიტიკოსებზე დაყრდნობით ალფრედო ხალიფე-რაჰმე წერს La Jornada-ში გამოქვეყნებულ თავის სტატიაში.

მასალის ავტორი ციტირებს ნიუ იორკ თაიმსის მიმომხილველ დევიდ გერშენჰორნს, რომელიც ვარაუდობს, რომ „ქერის ვიზიტი განხილული იქნა როგორც ნიშანი იმისა, რომ აშშ-მა ვერ გაუძლო რუსეთთან დაპირისპირებას: ობამას თავისებური ზეთისხილის რტო და მისი მდუმარე აღიარება იმ მნიშვნელოვანი როლისა, რომელსაც რუსეთი და მისი ლიდერი თანამედროვე სამყაროში ასრულებს“. „წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა ობამა იმას იკვეხნიდა, რომ ჩამოშალა რუსული ეკონომიკა და კუთხეში მოამწყვდია რუსეთის ლიდერი ნავთობზე ფასების ვარდნით. სიტყვიერი შეხლა-შემოხლა კვამლივით გაიფანტა“, - წერს მიმომხილველი.