სამართალი
შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

graZdanin-samart-3საქართველო, 26 მაისი, საქინფორმი. შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს ქობულეთის რაიონული სამმართველოს ჩაქვის პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა ზაურ . ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ქობულეთის რაიონის სოფელ ჩაისუბანში დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას, სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი 2784 საბრძოლო ვაზნა, „ა-კა-ემ“-ის და ა-კა 74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 25 ავტომატის მჭიდი, სხვადასხვა ტიპის 4 ხელყუმბარა, 2 ხიშტ-დანა და „ვალტერის“ ტიპის პისტოლეტი ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.