სამართალი
საქართველო, 26 მაისი, საქინფორმი. შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა გოგა ჩ. დიდი ოდენობით ყალბი ფულის შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „წითელ ხიდზე“ დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას 194 400 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი კუპიურები ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.